понедельник, 17 октября 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია


ტრენინგი დავიწყეთ დავალების მიმოხილვით.

რამდენიმე მასწავლებელმა წარმოადგინა ბუკლეტის და პრეზენტაციის ჩეკლისტი.
ტრენერმა მოგვცა შენიშვნები.გადავედით
ახალ მასალაზე:ვისწავლე კომენტარიების
წერა,გამოქვეყნება ბლოგზე და წაშლა.
დავამატე გაჯეტი:"გამოკითხვა"
ვისწავლე სურათის ჩასმა ბლოგზე და როგორ
შეიძლება სათაურის შეცვლა. ტრენერმა გაგვაც-
ნო,როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა პროექტის შეფასება.განვიხილე შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები და შეფასების ფორმები. იმისთვის რომ დავხვეწო  სასწავლო პროექტში"  პროცედურები " ტრენერმა
გაამახვილა ყურადღება საკვანძო მომენტებზე.საშინაო დავალებად მომცა:
  • ბუკლეტის ჩეკლისტის შესაბამისად -შევადგინო მოსწავლის ბუკლეტი.
  •       სასწავლო პროექტში შევავსო" შეფასება".



суббота, 15 октября 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების წარდგენით.ორმა მასწავლებელმა გააკეთა  პრე-
ზენტაცია თავისი გეგმის და ბუკლეტის.ტრენერმა გაამახვილა ყურადღება ,როგორ შეიძლება მარტივად ჩაისვას ბუკლეტში ტექსტი და სურათები.ჩემ ელ-ფოსტაზე ბატონი
გიორგი გამოაგზავნა ბუკლეტის სხვადასხა  ფორმები. მასწავლა როგორ არის შესაძლებელი  პრეზენტაციისთვის Pover-Point-ში დავამატო ვიდეო.მომცა დეტალური
მითითებები,რა უნდა გავწერო პროცედურებში.ელ-ფოსტაში-drive-ზე შევქმენი საქაღალდეები:კურსის რესურსი,მოსწავლის  ნიმუში,სასწავლო პროექტის დამხმარე,
პროექტის სასწავლო გეგმა,სურათები-აუდიო-ვიდეო,შეფასება. მოსწავლის შეფასებისთვის დავიწყე შევსება კითხვარის:"ვიცი,მინდა ვიცოდე ვისწავლე".
განვიხილეთ წიგნის მიხედვით,როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის სავარაუდო
ნაშრომის შეფასება,დაგეგმვა და დაიწეროს ჩეკლისტი ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.

воскресенье, 2 октября 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დავიწყეთ  საშინაო დავალებით. ტრენინგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები შეფასების სტრატეგიებზე და ინსტრუმენტებზე. განვიხილეთ საავტორო
უფლებების ქაოსი. როგორ კეთდება განაცხადი საავტორო უფლებების შესახებ.
ვისწავლეთ ბლოგზე სათაურის ჩაწერა,ბლოგის წაშლა, ენის დაყენება,ფონის გაკეთება,
ფორმატის შეცვლა,გაჯეტის დამატება.
დავალებად მივიღეთ  & გავაკეთო ჩემი პროექტის პრეზენტაცია "PoverPoint" ში.
& სასწავლო პროექთში შევავსო გრაფა:"სასწავლო პროცედურები".
& შევავსო ბუკლეტი.

суббота, 1 октября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია.

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით და გაანალიზებით.
წარმოვადგინე  ჩემი პროექტის შინაარსი,საფუძვლები(საგნობრივი სტანდარტი),მიზნები
და შედეგები.ტრენერმა მომცა შენიშვნები.მსჯელობის შემდეგ შევიტანე ცვლილებები
პროექტის გეგმაში.ასევე გავაანალიზეთ:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კით-
ხვები,აქაც იყო შეტანილი შესწორებები. გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. მივიღეთ საშინაო დავალება.

მეორე დღის რეფლექსია

შევქმენით ბლოგი,სადაც იქნება მოთავსებული  ჩემი პროექტის გეგმა.გავაცანი
ტრენერს  გეგმის მონახაზს. მომცა შენიშვნები, რომლებსაც  გავითვალისწინებ.
ვისწავლე რა არის ჩეკლისტი.დავალებად  მივიღეთ:დავიწყოთ და შევავსოთ
სასწავლო გეგმის შაბლონი:"მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების"
ჩათვლით. დღე მეტად ნაყოფიერი იყო.

воскресенье, 25 сентября 2016 г.

დღე პირველი.რეფლექსია.

ტრენერი გიორგი არავიაშვილმა, ტრენინგის პირველ დღეს,გაგვაცნო  ინტელის ძირითადი კურსის მიზანი,აღვნიშნა რომ ის დაგვეხმარება კომპიუტერული
ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით მოსწავლეთა შემოქმედებითი  უნარების
წახალისებას და სასწავლო შედეგების მიღწევაში. გავეცანი 21-საუკუნის  რომელი
უნარ ჩვევები არის ყველაზე მნიშვნელოვანი.ჩემ ჯგუფში მოხდა განხილვა
საშუალო საფეხურის სასწავლო პროექტის :"მზის ენერგია".მიხვდი, როგორ უნდა,გაკეთდეს და დაიწეროს ეს აქტივობა. ვისწავლე ტექსტის გაფერადება,ჩანი-
შვნების გაკეთება.