понедельник, 24 октября 2016 г.

მერვე დღის რეფლექსია.

  დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით.წარვადგინე ტრენინგზე IV-ჯგუფის კოლაბორაციული და პრეზენტაციის შეფასებები.ტრენერს მოეწონა,მომცა რჩევა,რომ
უმაღლესი შეფასების ინდოკატორები იყოს გაწერილი პროექტის პრეზენტაციის
პუნქტების შესაბამისად. ტრენერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება,როგორ უნდა
მოიძებნოს სურათების მისამართი და როგორ უნდა ჩაისვას ნაშრომში.ვილაპარაკეთ
კონელის კითხვარზე,რომლითაც შევამოწმებ მოსწავლის შესაძლებლობას და შესაბამისად მივცემ ჯგუფში დავალებას .საშინაო დავალება:1.შევავსო სასწავლო გეგმაში
ის ეტაპები,რომლებიც დარჩა.შემდეგი თემა იყო:"ფასილიტაცია". ტრენერმა გვაჩვენა
Pover-Point-ში მაგალითი ფასილიტაციის,"როგორ    უნდა გადავიღოთ სურათი".
საშინაო დავალება2.შევქმენი" ფასილიტაცია" პროექტის შესაბამისად.კონელის
კითხვარი გადავიტანე ბლოგის მთავარ გვერდზე.ბლოგზე შევქმენი პორტპოლიოს
საქაღალდე.დღე იყო საკმაოდ ნაყოფიერი.
                                                                                        

воскресенье, 23 октября 2016 г.

კორნელის კითხვარი ინტელექტის-საზომი.

970-იან წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ინტელექტის ის ტრადიციული გაგება, რომელსაც ინტელექტის საზომი (IQ) ტესტები ეფუძნება. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები დაჯილდოებულნი იყვნენ მრავალი ისეთი ნიჭითა და უნარით, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ინტელექტის ტრადიციულ გააზრებაში. გარდნერმა მრავალი სხვადასხვა წყარო გამოიყენა, მათ შორის – აუტისტებსა და ნიჭიერ ბავშვებთან დაკავშირებული ნეიროფსიქოლოგიური კვლევები, რათა გაემყარებინა საკუთარი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტვინის სხვადასხვა უბანი სხვადასხვა ტიპის ინტელექტზეა პასუხისმგებელი. 1983 წელს გარდნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი „Frames of Mind”, სადაც შვიდი სხვადასხვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ხოლო ათი წლის შემდეგ მერვე ტიპი დაამატა. მისი მტკიცებით, თითოეული ადამიანი ფლობს ყველა ინტელექტს, ოღონდ სხვადასხვა დოზით. ამ თეორიის მიხედვით, ინტელექტის ტრადიციული გაზომვა შესაძლოა ტენდენციური იყოს ზოგიერთი ტიპის ინდივიდის მიმართ, რადგან არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი პროფილის მქონე ინტელექტი. ეს პროფილები ჩვენს ინდივიდუალურ გენეტიკასა და გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომ უნიკალურია, სხვებისაგან განსხვავებული.

ინტელექტის გაზომვა არსებული ტესტების მეშვეობით ინტელექტის რეალურ შესაძლებლობს შეზღუდულად წარმოაჩენს. მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის მიხედვით, არსებობს 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. ესენია: ლინგვისტური, მუსიკალური, ლოგიკურ-მათემატიკური, სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, ინტრაპერსონალური, ინტერპერსონალური და ნატურალისტური. ამ 8 ძირითადი ინტელექტიდან ინდივიდს შესაძლოა გამოკვეთილი ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე, თუმცა ყველა ერთნაირად არა. გარდნერის მიერ შემოთავაზებული მოდელი ყველა ტიპის ინდივიდს მოიცავს, გასაოცარი ნიჭიერებისა იქნება ის თუ გონებრივად ჩამორჩენილი ან ფიზიკური შეზღუდულობის მქონე. მაგალითად, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი შესაძლოა ვერ ფლობდეს გამართულ ენობრივ ფორმებს, მაგრამ შესანიშნავად ხატავდეს ან უკრავდეს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. ვინაიდან საგანმანათლებლო სისტემა აქცენტს მათემატიკური და ლინგვისტური ინტელექტის განვითარების მნიშვნელობაზე სვამს, მოსწავლის მიერ მიღწეული წარმატების შეფასებაც მხოლოდ ამ ორი ინტელექტის მიხედვით გაზომილ უნარებს ეფუძნება. გარდნერი და მრავალმხრივი ინტელექტის სხვა მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ამგვარი აქცენტირება არ არის სამართლიანი, რადგან, მაგალითად, ბავშვები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მუსიკალურ ინტელექტს ფლობენ, შესაძლოა გადაყვანილ იქნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე კლასში მათემატიკასა და ენის კურსებში არასაკმარისი ქულების გამო. მასწავლებლები უნდა ეძებდნენ მოსწავლეთა შეფასების ისეთ გზებს, რომლებიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ ზუსტ წარმოდგენას მისცემთ.

ვინაიდან მოსწავლეები ერთმანეთისგან განსხვავებულად ითვისებენ შესასწავლ მასალას, არ შეიძლება მათი შეფასება ერთიანი, სტანდარტიზებული სისტემით. საჭიროა, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლისთვის შექმნას ე.წ. ინტელექტის პროფილები. მოსწავლეთა ინდივიდუალური ათვისების უნარის ცოდნა მასწავლებელს დაეხმარება, სათანადოდ შეაფასაოს მათი პროგრესი.

ტრადიციული ტესტები მოსწავლეებისგან მოითხოვს წინასწარგანსაზღვრული ცოდნის გამოვლენას, გარდნერის თეორიის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ უნდა შეიქმნას ისეთი შეფასებითი სისტემა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, განმარტონ სასწავლო მასალა საკუთარი ინტერპრეტაციით სხვადასხვა ინტელექტის გამოყენებით. ამ თვალსაზრისით, ტრადიციულ შეფასებით სისტემაზე ეფექტიანია სხვა მეთოდები: მოსწავლეთა პორტფოლიოები, დამოუკიდებელი პროექტები, მოსწავლეთა დღიურები, სხვადასხვა შინაარსის კრეატიული საშინაო დავალებები. სკოლების ერთ-ერთი ამოცანაა, მოსწავლეებს განუვითაროს თავდაჯერება და მიზნის მისაღწევად საჭირო უნარები. მრავალმხრივი ინტელექტის თეორია საშუალებას იძლევა, შესწავლილ იქნეს მოსწავლეთა სხვადასხვა ნიჭი და უნარები, ამასთანავე, იგი აღიარებს, რომ შესაძლოა ყველა მოსწავლე არ იყოს დაჯილდოებული ვერბალური ან მათემატიკური უნარებით; სამაგიეროდ, წარმტებულნი იყვნენ სხვა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, სივრცული აღქმა ან ინტერპერსონალური ცოდნა. ამგვარი მიდგომა და შეფასებითი სისტემა შესაძლებლობას აძლევს ყველა მოსწავლეს, წარმატებით მიიღოს მონაწილეობა საკლასო სწავლებასა და სხვადასხვა აქტივობაში.

გარდნერი მიუთითებს, რომ სწავლის მეთოდების უფრო ფართო დიაპაზონის შემოღებით მასწავლებლებს და, რა თქმა უნდა, მშობლებსაც შეუძლიათ, უკეთ შეიცნონ ინდივიდის ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრონ მათთვის უპირატესი სწავლის სტილი, ეს კი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, უფრო ნაყოფიერად ისწავლოს.

მრავალმხრივი ინტელექტის თეორია ნევროლოგიურ, ევოლუციურ და კროსკულტურულ საფუძვლებს ემყარება. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა ინტელექტის განვითარებაში ბიოლოგიასთან ერთად დიდ როლს ასრულებს კულტურაც. ყველა საზოგადოება სხვადასხვა ტიპის ინტელექტს აფასებს. ეს შეფასებებიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ სფეროში პროფესიონალად ქცევის მოტივაციის გაჩენას. შესაბამისად, შესაძლოა, რომელიმე ინტელექტი მაღალ დონეზე განვითარდეს ერთი კულტურის ბევრ სოციუმში, მაშინ როცა იგივე ინტელექტი ნაკლებად განვითარდება სხვა კულტურის ინდივიდებში.

გარდნერი აღნიშნავს, რომ მრავალმხრივი ინტელექტის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს. მრავალი წელია გრძელდება დებატები ერთი თუ მრავალფეროვანი ინტელექტუალური უნარების არსებობის შესახებ. ფსიქოლოგები კამათობენ ინტელექტის შემადგენელი მრავალრიცხოვანი ფაქტორებისა და კომპონენტების არსებობის შესახებაც.

გარდნერმა ინტელექტი განსაზღვრა როგორც პრობლემების გადაჭრისა და სხვადასხვა კულტურული გარემოსთვის ღირებული პროდუქტის შექმნის უნარი.


გთავაზობთ კითხვარს (The Connell Multiple Intelligence Questionnaire), რომლის გამოყენებაც შესაძლებელია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან.
კითხვარის გასახსნელად დააწკაპუნეთ ბმულს!
ინსტრუქცია: „1”-ით აღნიშნე ყველა ის წინადადება, რომლებსაც ეთანხმები. ,,0''-ით კი რომელსაც არ ეთანხმები.

суббота, 22 октября 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია.

დავიწყეთ საშინაო დავალებით.გავეცანით ორი პედაგოგის:პრეზენტაციას ,ბუკლეტს  და
ვიმსჯელეთ  რამდენად შეესაბამება ჩეკლისტი ბუკლეტს და პრეზენტაციას.
ტრენერმა შეგვახსენა რომ პროექტის მიზნები .შედეგები უნდა იყოს შესაბამისობაში
საგნის სტანდარტან და 21საუკუნის უნარ-ჩვევებთან.პროექტის გეგმაში გავაანალიზეთ
შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები,მივიღე კონკრეტული შენიშვნები.
ტრენერმა აგვიხსნა ,რომ ყველა სტატიას,სურათს უნდა ჰქონდეს მითითებული
საწყისი საიტი. ტრენერმა გამომიგზავნა ვებ-გვერდი(http//ict.tpdc.ge) სადაც არის
შესაძლებელი ვიდეო გაკვეთილების ნახვა. ბატონი გიორგიმ აგვიხსნა , რომ სასწავლო
პროექტის შეფასება მოხდება :პროექტის შეფასების ჩეკლისტით. დავიწყეთ დოკუმენტების ატვირთვა დრაივზე,სახლში უნდა დავასრულოთ.ტრენერმა მოგვცა
მეორე დავალება:შევავსო პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა და კოლაბორაციული
შეფასება(ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ჯგფში).




понедельник, 17 октября 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია


ტრენინგი დავიწყეთ დავალების მიმოხილვით.

რამდენიმე მასწავლებელმა წარმოადგინა ბუკლეტის და პრეზენტაციის ჩეკლისტი.
ტრენერმა მოგვცა შენიშვნები.გადავედით
ახალ მასალაზე:ვისწავლე კომენტარიების
წერა,გამოქვეყნება ბლოგზე და წაშლა.
დავამატე გაჯეტი:"გამოკითხვა"
ვისწავლე სურათის ჩასმა ბლოგზე და როგორ
შეიძლება სათაურის შეცვლა. ტრენერმა გაგვაც-
ნო,როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეთა პროექტის შეფასება.განვიხილე შეფასების სტრატეგიები და ინსტრუმენტები და შეფასების ფორმები. იმისთვის რომ დავხვეწო  სასწავლო პროექტში"  პროცედურები " ტრენერმა
გაამახვილა ყურადღება საკვანძო მომენტებზე.საშინაო დავალებად მომცა:
  • ბუკლეტის ჩეკლისტის შესაბამისად -შევადგინო მოსწავლის ბუკლეტი.
  •       სასწავლო პროექტში შევავსო" შეფასება".



суббота, 15 октября 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო საშინაო დავალების წარდგენით.ორმა მასწავლებელმა გააკეთა  პრე-
ზენტაცია თავისი გეგმის და ბუკლეტის.ტრენერმა გაამახვილა ყურადღება ,როგორ შეიძლება მარტივად ჩაისვას ბუკლეტში ტექსტი და სურათები.ჩემ ელ-ფოსტაზე ბატონი
გიორგი გამოაგზავნა ბუკლეტის სხვადასხა  ფორმები. მასწავლა როგორ არის შესაძლებელი  პრეზენტაციისთვის Pover-Point-ში დავამატო ვიდეო.მომცა დეტალური
მითითებები,რა უნდა გავწერო პროცედურებში.ელ-ფოსტაში-drive-ზე შევქმენი საქაღალდეები:კურსის რესურსი,მოსწავლის  ნიმუში,სასწავლო პროექტის დამხმარე,
პროექტის სასწავლო გეგმა,სურათები-აუდიო-ვიდეო,შეფასება. მოსწავლის შეფასებისთვის დავიწყე შევსება კითხვარის:"ვიცი,მინდა ვიცოდე ვისწავლე".
განვიხილეთ წიგნის მიხედვით,როგორ უნდა მოხდეს მოსწავლის სავარაუდო
ნაშრომის შეფასება,დაგეგმვა და დაიწეროს ჩეკლისტი ,მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.

воскресенье, 2 октября 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დავიწყეთ  საშინაო დავალებით. ტრენინგის მონაწილეებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრებები შეფასების სტრატეგიებზე და ინსტრუმენტებზე. განვიხილეთ საავტორო
უფლებების ქაოსი. როგორ კეთდება განაცხადი საავტორო უფლებების შესახებ.
ვისწავლეთ ბლოგზე სათაურის ჩაწერა,ბლოგის წაშლა, ენის დაყენება,ფონის გაკეთება,
ფორმატის შეცვლა,გაჯეტის დამატება.
დავალებად მივიღეთ  & გავაკეთო ჩემი პროექტის პრეზენტაცია "PoverPoint" ში.
& სასწავლო პროექთში შევავსო გრაფა:"სასწავლო პროცედურები".
& შევავსო ბუკლეტი.

суббота, 1 октября 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია.

დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით და გაანალიზებით.
წარმოვადგინე  ჩემი პროექტის შინაარსი,საფუძვლები(საგნობრივი სტანდარტი),მიზნები
და შედეგები.ტრენერმა მომცა შენიშვნები.მსჯელობის შემდეგ შევიტანე ცვლილებები
პროექტის გეგმაში.ასევე გავაანალიზეთ:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კით-
ხვები,აქაც იყო შეტანილი შესწორებები. გავეცანით შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს. მივიღეთ საშინაო დავალება.

მეორე დღის რეფლექსია

შევქმენით ბლოგი,სადაც იქნება მოთავსებული  ჩემი პროექტის გეგმა.გავაცანი
ტრენერს  გეგმის მონახაზს. მომცა შენიშვნები, რომლებსაც  გავითვალისწინებ.
ვისწავლე რა არის ჩეკლისტი.დავალებად  მივიღეთ:დავიწყოთ და შევავსოთ
სასწავლო გეგმის შაბლონი:"მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების"
ჩათვლით. დღე მეტად ნაყოფიერი იყო.